2011 წლის 6 დეკემბერს 117-ე სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები (მარიამ რუიძე, ილია დარჩიაშვილი, გიგი ჯავშნიშვილი, ნორა ითაშვილი, რუსლან ვარდანია, ნინო კვირიკაშვილი, თეონა სამსონაშვილი, ეკა ჩახაია, ანი ონიანი, რევაზ ოღიაშვილი) ისან-სამგორის რაიონის პოლიციის შენობას ესტუმრნენ.
პირველ სართულზე განლაგებულია ბრალდებულთა ამოსაცნობი ოთახი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი და კეთილმოწყობილი სამზარეულო თანამშრომლებისთვის.
მეორე სართულზე კანცელარია და სამუშაო ადგილებია განთავსებული.
მესამე სართულზე ბრალდებულთა დასაკითხი ადგილებია, ბავშვებმა თავად ნახეს, რომ დაკითხვა ღიად და გამჭირვალედ მიმდინარეობს.
მეოთხე სართულზე საგამოძიებო სამსახურსაც ესტუმრნენ. ისან-სამგორის რაიონის პროკურორმა, ვალერი ლაცუზბაიამ თავის ოთახში მიიღო ბავშვები. ახალგაზრდა იურისტმა ბავშვებისათვის საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამჭირვალე შენობა და ისიამოვნეს თანაშრომლების თბილი დახვედრით.